იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს კი — ნახევარ ფასად მიიღებენ. განცხადება უწყებამ დღეს, პირველ სექტემბერს გაავრცელა.

სამინისტროს განცხადებით, სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ ისარგებლებენ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით:

სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

“იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი”, — დასძენს უწყება.

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 184 306 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 27.7%. სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.