რესტორნები 23 საათის ნაცვლად 22 საათამდე იმუშავებენ

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 24 აგვისტოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესტორნებისა და სხვა კვების ობიექტებს სამუშაო დრო შეუმცირა. შესაბამისად, ისინი მუშაობას დაასრულებენ 22 საათზე, ნაცვლად აქამდე ნებადართული 23 საათისა.

მთავრობისვე ინფორმაციით, “პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტებზე დადგენილი რეგულაციების მკაცრი კონტროლი.”

გარდა ამისა, ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი, რომელიც ბათუმში, ახალ სტადიონზე უნდა გაიმართოს, ჩატარდება მაყურებლების დასწრების გარეშე.