კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, არსებობს ავღანეთში სამოქალაქო ომის განახლების რისკი, თუმცა ამ შემთხვევაში მასში რუსეთი არ ჩაერევა.
ინფორმაციას Aljazeera საინფორმაციო სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რა თქმა უნდა, არავინ ისურვებდა, რომ ამ მოვლენებში ჩარეულიყო”, — განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის განცხადებით, ამჟამინდელი ვითარება დამატებით რისკებსა და საფრთხეებს წარმოშობს.
ამჟამად ავღანეთში ერთადერთი პროვინცია, რომელსაც თალიბანი ვერ აკონტროლებს, არის პანჯშირი, რომელიც ეთნიკურად ტაჯიკი მოსახლეობით დასახლებულ, გეოგრაფიულად კი მთებით იზოლირებულ ადგილს წარმოადგენს.
პანჯშირის მებრძოლებსა და თალიბანს შორის სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობს.
რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელთაც საკუთარი ელჩი ქაბულიდან არ გაუწვევიათ.