ავღანელმა ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა

ავღანეთიდან ევაკუირებულმა ქალმა თვითმფრინავში, გერმანიაში მდებარე რამშტაინის ბაზაზე დაშვებისას იმშობიარა.

ამერიკის საჰაერო ძალების განცხადებით, რომელსაც CNN ავრცელებს, ქალს გართულებები დედამიწის ზედაპირიდან 8 534 მეტრის სიმაღლეზე დაეწყო, რაც მაღალ სიმაღლეზე ჟანგბადის უკმარისობით იყო გამოწვეული.

Medical support personnel from the 86th Medical Group help an Afghan mother and her family off a @usairforce C-17 Globemaster III moments after she delivered a baby aboard the aircraft at @RamsteinAirBase in Germany. pic.twitter.com/339bMiVDVO

— Department of Defense 🇺🇸 (@DeptofDefense) August 22, 2021

პილოტის გადაწყვეტილებით, ხომალდმა ფრენა დაბალ სიმაღლეზე განაგრძო, რათა გაზრდილიყო ჟანგბადის მიწოდება და გადაერჩინათ დედის სიცოცხლე.

მიწაზე დაშვების შემდეგ, დედა და ახალშობილი გოგონა ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.