ავღანელმა ქალებმა ქაბულში უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია გამართეს

ავღანელმა ქალებმა ქაბულში თალიბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

სოციალურ ქსელებში აქციის რამდენიმე ვიდეო ვრცელდება. იქ მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქალები თალიბანის მიერ დაკავებული ქაბულის ქუჩებში თავიანთი უფლებებისთვის იბრძოდნენ.

„მუშაობა, განათლება და პოლიტიკური აქტივობა ყველა ქალის უფლებაა“, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

Brave Afghan women protesting for their rights in Kabul. “Work, education and political participation is every woman’s right” pic.twitter.com/BEW4aXNjEp

— Richard Engel (@RichardEngel) August 17, 2021

კადრებში ასევე ჩანს, რომ ქალების ადგილიდან გაყვანას რამდენიმე კაცი ცდილობს, მათ შორის არიან შეიარაღებულებიც. ქალებს ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით და ადგილს არ იცვლიან.

First protest of women in Kabul.#Afghanistan
Video of @HameedMohdShah pic.twitter.com/p2guH2kSj6

— Pajhwok Afghan News (@pajhwok) August 17, 2021

15 აგვისტოს თალიბებმა ავღანეთი აიღეს. ქვეყნიდან, სავარაუდოდ, ტაჯიკეთში გაქიცა პრეზიდენტი – აშრაფ ღანიც. “ასოშიეთიდ პრესი” წერს, რომ თალიბები ცდილობენ, თავიანთი თავი 1990-იან წლებთან შედარებით უფრო ზომიერად წარმოაჩინონ და მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ შეიცვალნენ.

თუმცა ბევრი ავღანელი სკეპტიკურად განწყობილი რჩება თალიბების მიმართ, განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ახსოვთ თალიბანის ულტრაკონსერვატიული ისლამისტური შეხედულებები, რომელიც ქალებისთვის მკაცრ შეზღუდვებს, ჩაქოლვას, ამპუტაციას და საჯაროდ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

„თალიბანმა“ “საყოველთაო ამნისტია” გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, ახალ მთავრობას შეურთდნენ