ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა.

საერთო კანდიდატებზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობით შეთანხდმდნენ “ევროპული საქართველო”, პარტია “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება”.

თბილისის საკრებულოში მოსახვედრად მაჟორიტარულ ოლქებში იბრძოლებენ:

აღნიშნული პარტიების თბილისის მერობის საერთო კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელიაა, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომაროების კანდიდატია, ხოლო “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძეა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომებრს უნდა გაიმართოს