კალიურანდი მთავრობას ბელარუსთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება.

“ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალაუფლების უზურპაციას ეწევა. ბელარუსიდან განდევნილი პირები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი“, – აცხადებს ევროპარლამენტარი “ტვიტერით” გავრცელებულ განცხადებაში.

I urge the Georgian authorities to annul the information exchange agreement between the SSG & the Belarusian regime’s infamous KGB. Lukashenka has been unsurping power since 09/08/2020 falsified election. Belarusian exiles who found safe haven in Georgia must be fully protected!

— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) August 16, 2021

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 16 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს, განახორციელონ ქმედება, რაც მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სუს-ის თქმით, მსგავსი ტიპის “სამართალდაცვითი თანამშრომლობა” საქართველოს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან გააჩნია.

სუს-ის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა და  ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა.

ხელშეკრულებას “სამარცხვინო” უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში – იან კელიმ.