8 პირი დაიღუპა რუსული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად თურქეთში

თურქეთში კატასტროფა განიცადა რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც ქვეყნის ტყეებში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. როგორც რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, შედეგად 5 რუსი სამხედრო და თურქეთის 3 მოქალაქე დაიღუპა.

თურქული მედიის თანახმად, შემთხვევა სამხრეთ თურქეთში, ქალაქ ქაჰრამანმარაშში, მთიან მოხდა. თვითმფრინავი თურქეთს რუსეთისაგან ჰქონდა ნაქირავები.

მოსკოვის ინფორმაციით, ბორტზე მყოფთაგან 5 რუსეთის არმიის წარმომადგენელი იყო, 3 კი – თურქულ მხარეს წარმოადგენდა.

After the crash of a firefighter plane in southern Turkey, a helicopter and a plane were dispatched from two airbases to support search and rescue efforts https://t.co/C7V0Ajx6kl pic.twitter.com/ZVgriaFLPZ

— ANADOLU AGENCY (@anadoluagency) August 14, 2021


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როცა ქალაქ ადანასთან ახლოს ცდილობდა დაშვებას. ეკიპაჟთან კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ, ადგილზე სამაშველო ბრიგადები გაგზავნეს.

მომხდარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა და რუს და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. მისი თქმით, დაღუპულთა გმირობას არ დაივიწყებენ.