პაპუაშვილის თქმით, პარტიის შიდა კვლევით “ოცნებას” 46.3% აქვს

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის შიდა კვლევით 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში მმართველი პარტია ხმათა 46.3%-ს იღებს.

კერძოდ, შეწონილი მონაცემების მიხედვით, პაპუაშვილის თქმით, კითხვაზე, მერის არჩევნებში მხოლოდ კახა კალაძე და ნიკა მელია რომ მონაწილეობდნენ, რომელს მისცემდნენ ხმას, გამოკითხულთა 66.2-მა პროცენტმა კახა კალაძე დაასახელა, 33.8 პროცენტმა კი- მელია.

რაც შეეხება პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს არჩევნებს, პაპუაშვილის თქმით, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

პაპუაშვილის თქმით, სოციოლოგიური კვლევა თბილისში 2-8 აგვისტოს პირისპირ ინტერვიუს ფარგლებში ჩატარდა და 3 446 გამოკითხულიდან ფავორიტი პარტია 2 728-მ (საერთო რაოდენობის 79.2%-მა) დაასახელა. კვლევის ცდომილება, პაპუაშვილისვე ინფორმაციით, 2.2 პროცენტს შეადგენს. კვლევა ჩაატარა პარტიაში 2020 წლიდან მოქმედმა სოციალური კვლევების ჯგუფმა.