ახალი ამბები

კალაძის საქმიანობა თბილისის მოსახლეობის 39%-ს მოსწონს — NDI-ის კვლევა

12 აგვისტო, 2021 • 1170
კალაძის საქმიანობა თბილისის მოსახლეობის 39%-ს მოსწონს — NDI-ის კვლევა

NDI-ის მიერ მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობით ქალაქის მოსახლეობის 39%-ია კმაყოფილი. საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგები ორგანიზაციამ 12 აგვისტოს გამოაქვეყნა.

შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 39% კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, 20% — საშუალოდ, 25% კი — ცუდად. დანარჩენი პროცენტი ნაწილდება პასუხებზე “არ ვიცი”(5%) და “უარი პასუხზე”(2%).

წყარო: NDI

წყარო: NDI

NDI-ის თანახმად, 2019 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 5%-ით არის დაკლებული იმ ადამიანთა წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კალაძე კარგად მუშაობს, ხოლო 3%-ით მეტი ფიქრობს, რომ თბილისის მერი თავის საქმიანობას ცუდად ასრულებს.

წყარო: NDI

წყარო: NDI

კახა კალაძე თბილისის მერის პოზიციაზე საქმიანობას ოფიციალურად 2017 წლის 13 ნოემბრიდან შეუდგა. ის 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ვადით იყრის კენჭს ხსენებულ თანამდებობაზე.


საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს, ტელეფონით გამოიკითხა 2 016 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. წინა წლების კვლევებისგან განსხვავებით, 2020-2021 წლებში კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და არა — პირისპირ ინტერვიუს სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი