ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

სამინისტროს ცნობით, დანელია უხელმძღვანელებს ისეთი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, როგორიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოა.

ოთარ დანელიას სხვადასხვა წლებში წამყვანი თანამდებობები ეკავა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. ის ასევე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ოთარ დანელიას ეკავა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა.