ნიკა გვარამია, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ საქმე შესაძლო თავდასხმას ეხებოდა.
გამოსვლის შემდეგ ის ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ გამოკითხვა შეწყდა და ხვალ, 16:00 საათზე გაგრძელდება.
„საკითხი ეხებოდა, ასე ვთქვათ, ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და ხვალაც გაგრძელდება. მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია, საჭიროდ არ ვთვლი, მეტი ვილაპარაკო. ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა ან პროვოკაცია“, – ამბობს ის და ამატებს, რომ როგორც გამოძიებაზე, ასევე მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სუს-ს ეკისრება.
გვარამია სუს-ის შენობაში რამდენიმე საათის წინ ადვოკატებთან ერთად შევიდა. მალევე უწყებამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ საქმე არ ეხება „მთავარი ეთერის“ არხში 1 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას. ნიკა გვარამიამ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ., – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას