ახალი ამბები

50-მა სტუდენტმა ხელოვნების მუზეუმის სერტიფიკატზე უარი თქვა – ელისაშვილი

5 აგვისტო, 2021 • 1351
50-მა სტუდენტმა ხელოვნების მუზეუმის სერტიფიკატზე უარი თქვა – ელისაშვილი

საინიციატივო ჯგუფის “ხელოვნების მუზეუმისთვის” ინფორმაციით, სამხატვრო აკადემიის 50-მა სტუდენტმა უარი თქვა ხელოვნების მუზეუმის სერტიფიკატზე.

დღეს გამართულ აქციაზე განმარტეს, რომ ეს ნაბიჯი სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად გადადგეს.

საუბარია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმზე, რომელიც ინგრევა. სამინისტრომ თავდაპირველად თქვა, რომ მისი ნაწილის აღდგენა “სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური”. შემდეგ კი თეა წულუკიანმა მისი რეაბილიტაცია დააანონსა. თუმცა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

ხელოვნების მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სფეროს ექსპერტები და აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მისი ნგრევა თბილისისთვის დიდ ისტორიულ დანაკლისს ნიშნავს.

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი