თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი

თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა. მგზავრებს შორის ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მანქანის მძღოლი იყო.

ნეტგაზეთს სასწრაფო სამსახურში უთხრეს, რომ მეორე მგზავრი, დაშავებული ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

[მასალა განახლდება]