ივლისში წლიური ინფლაცია 11.9% იყო, პური 12%-ითაა გაძვირებული – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან, ივნისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა, ჯამში, 14.1 პროცენტით, ტრანსპორტი – 22 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა -11.4 პროცენტით, ხოლო კომუნალური გადასახადები – 11.1 პროცენტით.

ინფლაციის პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მომსახურებისა და პროდუქციის ჯგუფების შესაბამისად. წყარო: საქსტატი

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

წლიური ინფლაცია საქართველოში 2019-2021/საქსტატი

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც 8.9 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს ივლისის მდგომარეობით.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 9.5 პროცენტი აქვს დადგენილი. რეფინანსირების განაკვეთი შემდეგ ჯერზე 4 აგვისტოს უნდა განისაზღვროს.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.