“ოცნება” – 28%, ენმ – 15%, გახარიას პარტია – 9% – IRI-ის კვლევა

IRI-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წლის ივნისში ჩატარდა, კითხვაზე, ვის მისცემდნენ გამოკითხულები ხმას, საპარლამენტო არჩევნები ახლა რომ ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას”28% აქვს, მეორე ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა 15%-ით, მესამეზე კი, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” – 9%-ით.

ეს რეიტინგი ასახავს მათ შეხედულებებს, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე წასვლას აპირებს.

კვლევის ფარგლებში პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

ამავე კითხვაზე “არ ვიცი” გამოკითხულთა 18%-მა უპასუხა, 6%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.


აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.