ინციდენტი მარტვილში: მღვდელმთავრის ბრძანებით ქალი ეკლესიიდან გააგდეს [ვიდეო]

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინციდენტი მოხდა. თაიმერის ინფორმაციით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანეს ბრძანებით ეკლესიიდან გააგდეს სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი მაია ცაავა.

თაიმერის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი სავარაუდოდ პოლიტიკოს გიგა ბოკერიაზე საუბრობს, რა დროსაც მას მაია ცაავა ეუბნება, რომ მას შეკითხვა აქვს. რაზეც სასულიერო პირი პასუხობს: “არ გაქვს შეკითხვა”

“თქვენი სათქმელი ქუჩაში. თქვენ ქუჩაში. გაიყვანეთ”, – ამბობს ვიდეოში მიტროპოლიტი. ამის შემდეგ ქალი ტაძრიდან გაყავთ სტიქაროსანს და სხვა სასულიერო პირს.

YouTube video player

YouTube video player

თაიმერის ცნობით, მაია ცაავა ეკლესიაზე დაქვემდებარებულ სკოლა-პანსიონში მუშაობდა. ხელფასის დააკლება გააპროტესტა. ამის გამო კი მღვდელმთავარმა სამსახურიდან გაუშვა. ის დღეს ტაძარში სწორედ ამ საკითხზე საუბარს აპირებდა.

YouTube video player