გამომცემლობა “ინტელექტმა” პრემია “ლიტერადან” ყველა წიგნი მოხსნა

გამომცემლობა “ინტელექტის” ინფორმაციით, ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, გამომცემლობამ პრემია „ლიტერადან“ ყველა წიგნი მოხსნა. ამის შესახებ “ინტელექტმა” ინფორმაცია დღეს, 31 ივლისს გაავრცელა.

გამომცემლობამ პრემიიდან მოხსნა შემდეგი წიგნები:

მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, მწერლების ნაწილმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. მათი რიცხვი კი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა.

სწორედ ამ მიზეზებს ასახელებენ ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც ბოიკოტის ნიშნად “ლიტერას” გრძელი სიიდან საკუთარ ნაწარმოებებს ხსნიან.

ასევე კონკურსი ხუთი ჟიურის წევრიდან ოთხმა დატოვა და ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

“ლიტერადან” წიგნები გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემაც მოხსნეს