გამოვლინდა კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 41 965 კოვიდტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 3 196 ადამიანს დაუდასტურდა და დღიურმა დადებითობის მაჩვენებლმა 7.62% შეადგინა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.

ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ დროისთვის ინფიცირების 31 295 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში, საიდანაც 5 671 ადამიანი კლინიკებში მკურნალობს, მათ შორის 226 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 1 989 ადამიანი კლინიკა-სასტუმროებშია მოთავსებული, 23 655 კი მკურნალობას საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარნტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე 419 534 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 382 393 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი 6.78%-ია, 7 დღის მანძილზე კი 7.34%.