“დელტა + შტამი საქართველოშიც დადასტურებულია” — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში დღეს ცირკულირებადი კორონავირუსის შემთხვევების ნახევარი “დელტა” შტამს განეკუთვნება.

“თბილისში 50%-ზე მეტი შეიძლება იყოს დელტა შტამი, აჭარაშიც — ასევე, დანარჩენი საქართველოში – დაახლოებით 40%. დაახლოებით ნახევარი ყველა შემთხვევისა დღეს უკვე არის დელტა შტამით გამოწვეული. მათ შორის ე.წ. დელტა პლუსი ლუგარში უკვე დადასტურებული გვაქვს სეკვენირებით. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტირება . ჩვენ გვაქვს ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან მოწოდებული პისიარის ნაკრები, რომელიც “დელტა” შტამსაც იჭერს ცალკე, მაგრამ უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. დელტა პლუსს აქვს ერთი დამატებითი მუტაცია და ასეთი უკვე ორი შტამი [დადასტურდა] საქართველოში და მსოფლიო ბაზაში ატვირთულია”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, “დელტა +”, ისევე როგორც ჩვეულებრივი “დელტა” შტამი, სრწაფად ვრცელდება.

კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი — 27 ივლისი