თბილისში კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ახალშობილი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, აპარატიდან მოხსნეს. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა.

ჩხაიძის თქმით, მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, ჩვილი, ამ ეტაპზე, რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

ამ დროისთვის, ზემოხსენებულ კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, რომელთაგან 25 — რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე სულ 3 ჩვილი იმყოფებოდა. 2 მათგანი გასულ დღეებში გარდაიცვალა.