ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორის ჩოჩიევი, რომელიც წარსულში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში იკავებდა არაერთ თანამდებობას, 22 ივლისს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ოსური “სპუტნიკის” თანახმად, იგი 64 წლის ასაკში, ვლადიკავკაზის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

ბორის ჩოჩიევი წარსულში განსაკუთრებული სიტუაციების დე ფაქტო სამინისტროს ხელმძღვანელობდა, იყო დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის უფროსი.

2008 წლის ომის შემდგომ მონაწილეობდა ოფიციალური თბილისის ჩართულობით მიმდინარე პროცესებში.