ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში შაბათს ჩამოვა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი “ფაიზერის” ვაქცინის 500 000 დოზა ქვეყანაში 24 ივლისს, შაბათს ჩამოვა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნებისთვის ვაქცინების გადაცემის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.