უცხოეთსა და საქართველოში მომუშავე ექიმები მოსახლეობას მიმართავენ

ქართველი ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დამარცხებას ცალკე ვერ შეძლებს ვერც მთავრობავერც ექიმებივერც მეცნიერება და ტექნოლოგია და ვერც მოსახლეობაპანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია საერთო ძალისხმევა

“პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და უსაფრთხოების ზომების პირუთვნელი დაცვავაქცინა უსაფრთხოა და გვიცავს სიკვდილისგან და დაავადების მძიმე ფორმებისგანრაც დასტურდება მინიმუმამდე შემცირებული ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებლითუკვე გაკეთებული 3.5 მილიარდი აცრის მონაცემებითყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების სირთულეს და სიკვდილიანობას ყველა შტამის შემთხვევაშიგამოიყენეთ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინარომელსაც მიღებული აქვსამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისევროპის წამლის სააგენტოს ან ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის ავტორიზაციაამასთანგაითვალისწინეთრომ ჩინური წარმოების კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შემდეგ “ბუსტერად” შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინის გამოყენება. აცრით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავსარამედ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს და განსაკუთრებითბავშვებს და იმ პირებსვისაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია აცრა”, — ნათქვამია მიმართვაში

ამასთან, ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია კოვიდ 19-ისა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებრომელიც არ ეფუძნება სანდო მეცნიერულ პუბლიკაციებსარის დეზინფორმაცია

რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონემით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნარაც ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდებათუკი ვერ შევძლებთ ინფიცირების დონის დაქვეითებასსაქართველოში ვაქცინაციის დონე საგანგაშოდ დაბალია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლადმზად ვართ ყველა შეკითხვაზე გაგცეთ დეტალური და მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი”, — ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: