გამოვლინდა ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი – 22 ივლისი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 410  პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36656 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20704, PCR ტესტით – 15952.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,17%, ბოლო 14 დღის – 5,25%, ბოლო 7 დღის – 5,78%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 261 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის  20 476, საიდანაც 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 906 პირი და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 ადამიანი.

ქვეყანაში სულ აცრილია  383 339 ადამიანი, დღიურად აცრილია – 8659.