კორონავირუსი: დადასტურდა 2 415 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში 37 627 ჩატარებული ტესტიდან კორონავირუსი 2 415 პირს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.42%-ია. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა, 943 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643, საიდანაც 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 899 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 ადამიანი. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 822 – თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში 393 360 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 5 618 ადამიანი.