“ოცნების” მერობის კანდიდატის პრეზენტაციის გამო მთაწმინდის პარკში შესვლა იზღუდება

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის პრეზენტაციის გამო მთაწმინდის პარკში შესვლა იზღუდება.

ამ წუთებში პოლიციას მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი აქვს პარკიდან დაახლოებით 2კმ-ში და მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს ატარებს, ასევე, მედიის ნაწილს, ვისაც სპეციალური საშვი აქვს.

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს, 20 ივლის, 20 საათზე დაასახელებს.