2616 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი, დადებითობა 7.19% – 20 ივლისი

მთავრობის 20 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებული 26 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამავე პერიოდში კოვიდზე 36 375 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.77% , ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს, ხოლო ამავე პერიოდში ვირუსს, ჯამში, 5 592 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან: