კოვიდ დადასტურებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი სესია 21 ივლისიდან დაიწყება

ხვალ, 21 ივლისიდან დაიწყება დამატებითი გამოცდები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც მანამდე კორონავირუსის გამო გამოცდების ჩაბარება ვერ შეძლეს. ასეთია დაახლოებით 200-ზე მეტი აბიტურიენტი.

თითო საგანში თითო სესია ჩატარდება, მათი გრაფიკი კი გამოიყურება ასე:

აბიტურიენტთა ჩამონათვალი, მათთვის განკუთვნილი საგამოცდო ცენტრი და სექტორები გამოქვეყნებულია ამ ბმულზე. დეტალური ინფორმაცია სხვა დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე გამოქვეყნდება ეტაპობრივად.

„აბიტურიენტებისთვის შედეგების გამოცხადება დაიწყება აგვისტოს დასაწყისში, ასევე, იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ქართული ენა და ლიტერატურა წერა, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება გამოყენებული ტესტები“, — განაცხადა დღეს NAEC-ის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.