უკრაინამ აშშ-სგან “მოდერნას” ორი მილიონი დოზა მიიღო

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან “მოდერნას” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი მილიონი დოზა მიიღო.

“ეს არის ორივე ქვეყნის პრეზიდენტების, ელჩებისა და მინისტრების გუნდური მუშაობის შედეგი”, – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვლის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.

ვაქცინები უკრაინამ “COVAX”-ის პლატფორმის ფარგლებში მიიღო.

ქვეყანაში ამ დრომდე 4 მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა და პროცესი კვლავ გრძელდება.