ახალი ამბები

შარლ მიშელი საქართველოშია

18 ივლისი, 2021 •
შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 18 ივლისს ჩამოფრინდა.

მას ბათუმის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.

შარლ მიშელი ხვალ, 19 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.

დაგეგმილია მიშელის შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსვლამდე სომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

მიშელის ჩამოსვლის პარალელურად, ბათუმში აეროპორტთან გაიმართა ქართული მედიის წარმომადგენელთა აქცია, სადაც “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი