საქართველოს მთავრობა არღვევს შეთანხმებებს – კინზინგერი ღარიბაშვილს პასუხობს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონკრესმენი ადამ კინზინგერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მას არ ახსოვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მართლმსაჯულების სისტემის კრიტიკა, პასუხობს და აცხადებს, რომ ეს სიცრუეა.

This is completely false. We were critical, and often. Now, it appears progress is slipping away and GEO govt seems to be openly violating agreements.

Garibashvili ‘Never Heard’ Europe, U.S. Criticizing UNM-Era Judiciary https://t.co/bR0ookSlre via @CivilGe

— Adam Kinzinger (@RepKinzinger) July 18, 2021

“ეს სრული სიყალბეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი ნელდება და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა ტვიტერის პოსტში.

“თქვენ გახსოვთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით: 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. სამწუხაროდ, მე არ მომისმენია არასოდეს არც აშშ-ის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელ სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და არ არის სამართლიანი”, – განაცხადა მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გახმიანებული კრიტიკის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.