მედიის კოალიცია შსს-ს: გამოიძიეთ გვარამიას მიმართ მუქარა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე.

კოალიციის 17 ივლისით დათარიღებული განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, „ძალადობრივი ჯგუფის წევრები ალტ – ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან“.

ნიკა გვარამიამ 17 ივლისს ფეისბუკზე გაავრცელა სქრინშოტი „ალტ-ინფოს“ ტელეგრამის ჩატიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი გვარამიას აგინებს და წერს, რომ მას სახლი უნდა გადაუწვან, „ქილერი დაიქირავონ და ჩაცხრილონ მანქანაში.

ნახეთ ასევე:

“გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი” – მთავრობამ ღონისძიებაზე 3 ტელევიზია არ მიიწვია