ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რაც ხალხს აწუხებს – ღარიბაშვილი ილია II-ს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს შეხვდა. ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს შეხვედრისას.

“შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.