ახალი ამბები

დის საქმროს მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

15 ივლისი, 2021 •
დის საქმროს მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

გლდანში დის საქმროს მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. დაკავების შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით 14 ივლისს მოხდა, ბრალდებული კი ადგილიდან მიიმალა.

რაც შეეხება დაზარალებულს, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რუსთავი 2 წერს, რომ მოკლული იყო ბრალდებულის დის საქმრო.

განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი