გამოვლინდა ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი – 13 ივლისი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით, 14 121 კი – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.26%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610, საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 728 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 180 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  379 673-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 479 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.