დემონსტრანტები მთავრობას  გადადგომისთვის ვადას 12 ივლისის 12 საათამდე აძლევენ

დემონსტრანტები მთავრობას  გადადგომისთვის ვადას 12 ივლისის 12 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 18.00 საათზე კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტთან. 

“მთავრობის გარდა უნდა გადადგეს სუს-ის ხელმძღვანელი”, – განაცხადა ტლეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა სახელმწიფო კანცელარიასთან, სადაც დემონსტრანტებმა პარლამენტიდან გადაინაცვლეს. 

პარლამენტთან დღეს აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი, რომელიც 5 ივლისის აქციის დროს სასტიკად ცემეს, დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.