ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონს ლარს მიიღებს – ღარიბაშვილი
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს: აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 ივლისს განაცხადა. ღარიბაშვილი საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე იმყოფებოდა. ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტოს სრულდება. პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, თამაშები გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩაივლის.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed