“ოცნების” ლიდერები ახალისებენ ძალადობას — ვიოლა ფონ კრამონი პრაიდზე

ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, “როდესაც ძალადობრივი ჯგუფი უსწორდება ჟურნალისტებსა და ლგბტ+ აქტივისტებს, ხოლო საქართველოს მთავრობა ამას მხოლოდ თვალს ადევნებს, ეს არის კანონის უზენაესობის ხელყოფის სახიფათო ნიშანი”.

🇬🇪🌈Constitution of #Georgia guarantees the right of peaceful assembly & expression to everyone & it is the obligation of the state to protect these freedoms. When a violent group beats up journalists & #LGBT+ while 🇬🇪Gov watches, it is a dangerous sign of crumbling rule of law.

— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 5, 2021

ევროპარლამენტარმა ამის შესახებ საკუთარი ტვიტერის პოსტით განაცხადა.

მისივე თქმით, “როდესაც ქართული ოცნების ლიდერები, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენონ, როგორც კონსტიტუციის გარანტორებმა, ხოლო, ამავდროულად, სპეკულირებენ აღნიშნული საკითხით და ვერ ახერხებენ მოძალადეების შესაბამისად დასჯას, მხოლოდ ახალისებენ ძალადობას”.

When Georgian leaders @GeorgianDream41, instead of acting in their mandate as guarantors of Constitution, speculate with this topic & fail to properly condemn the perpetrators, they only encourage the violence. No wonder that police was unable or unwilling to protect the victims.

— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 5, 2021


გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად საპატრიარქოს ორგანიზებული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 3 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.