ვაქცინაციის პორტალი booking.mov.gov.ge ჩაირთო, თუმცა აცრაზე რეგისტრაცია მოქალაქეებისთვის შეუძლებელია.

“სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისის 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმუნიზაციის პორტალი booking.mov.gov.ge, რომლის მეშვეობითაც მოქალაქემ შესაბამისი დოზა უნდა დაჯავშნოს, გაითიშა. ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს ხვდებოდა ტექსტი: “გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის”.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევა განხორციელდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებასა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.