ავტოავარია ლანჩხუთთან: დაიღუპა 1 ადამიანი

ლანჩხუთთან 3 ივლისს მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი დილის საათებში მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ტრაილერს, რომელიც გზის განაპირას იყო გაჩერებული. შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.