ისლანდია სინოფარმით და სინოვაკით აცრილთათვის საზღვრებს ხსნის

ისლანდია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული, 8 ვაქცინით აცრილებისთვის საზღვრებს ხსნის.

ისლანდიაში შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა შეეძლებათ მოქალაქეებს, რომელთაც ჩამოთვლილთაგან ერთი რომელიმე ვაქცინით არიან აცრილი:

  1. ფაიზერი/ბიო-ენტექი
  2. ვაქსვერია/ასტრაზენეკა
  3. ასტრაზენეკა (SK Bio, SK Bioscience CO)
  4. კოვიდშილდი (ინდოეთის სერუმის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ასტრაზენეკა)
  5. ჯონსონი
  6. მოდერნა
  7. სინოფარმი
  8. სინოვაკი

ისლანდია ევროპის იმ გამონაკლის ქვეყნებს შორისაა, რომელიც კოვიშილდის ვაქცინას აღიარებს მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამლის სააგენტოს მისთვის ავტორიზაცია არ მიუნიჭებია.

ისლანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატის ვალიდურობისთვის ის წარმოდგენილი უნდა იყოს ისლანდიურ, დანიურ, ნორვეგიულ, შვედურ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ისლანდიის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მესაზღვრე შეაფასებს, რამდენად სარწმუნოა ვაქცინაციის დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაივლის ეპიდემიოლოგთან. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ეპიდემიოლოგი მიიღებს.