აბრეშუმის მუზეუმი „პრაიდს“ სოლიდარობას უცხადებს

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა „თბილისი პრაიდს“ სოლიდარობა გამოუცხადა.

მხარდამჭერი პოსტი მუზეუმის ფეისბუკის გვერდმა გამოაქვეყნდა პირველ ივლისს — „პრაიდის“ კვირეულის დაწყების დღეს.

1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს მართავს.

კვირეულის ფარგლებში პირველ ივლისს კინოჩვენება გაიმართა, რომლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლოკაციაზე ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ.

ჰომოფობიური აქციის 20-ზე მეტი მონაწილე, – რომლებიც “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ, – ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.