ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომელბიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. პირველადი ინფორმაციით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ნაკრძალში მეხის ჩამოვარდნა გახდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახრუში აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.