ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს

დღეს, 30 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ჟვანიას შემცვლელს პარლამენტი ახალი წესით აირჩევს, რომელიც ამ კვირაში მიიღეს.

კანონით დადგენილი წესის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც საკონკურსო კომისიიის მეშვეობით შეარჩევს. ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს.

ცესკოს თავმდჯომარის შესარჩევად კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ პრეზიდენტმა განკარგულება თამჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოსცეს. ვინაიდან, თამარ ჟვანია გადადგა და ვაკანტური თანამდებობა წარმოიშვა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა განკარგულება მისი გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს.

როგორ წარადგენს პრეზიდენტი ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატს

როგორ ირჩევს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს