ბაკურიანში კოხტაგორაზე საბაგიროს მეხი დაეცა

29 ივნისს, საღამოს საათებში, ბაკურიანში, კოხტაგორაზე მდებარე საბაგიროზე მეხის დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

„ნეტგაზეთს“ ფაქტი დაუდასტურეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა.

კომპანიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

YouTube video player

გარეკანის ფოტოზე: სქრინშოტი ტვ „ბორჯომის“ კადრებიდან