საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს ავსტრიაში ტურისტულად მოგზაურობა შეეძლებათ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2021 წლის პირვლი ივლისიდან მარტივდება ავსტრიის რესპუბლიკაში შესვლის წესები.

კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებას არა მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს, არამედ ტურისტული მიზნების შემთხვევებშიც.

ეს საკითხი ეხება მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესის მოთხოვნებს. ეს წესი გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ან ცნობას კორონავირუსის გადატანის შესახებ, ან ტესტირებას.

როგორც სამინისტრო იუწყება, საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს

ამის შემდეგ ის დაექვემდებარება 10-დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.

10 -დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია არ ეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე); ასევე, ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საქმიანი ვიზიტის განხორციელებისათვის და ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს.

PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 10 წლის ასაკიდან.

ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრიის რესპუბლიკაში შესასვლელად დაშვებულია WHO-ს მიერ რეკომენდირებული შემდეგი ვაქცინები – BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac)  და  მათზე მოქმედებს შემდეგი წესები:

პირი ვაქცინირებულად ითვლება:

ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://www.formularservice.gv.at/…/user/formular.aspx და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი ან ელექტრონული ფორმით.