პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი. კენჭისყრა დღეს, 28 ივნისს გაიმართა და ცვლილებებს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ფრაქციებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

ამასთან, ცვლილებების მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემა იცვლება, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ.