საქართველო ახლა მზადაა ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისათვის – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 7 წლისთავს ეხმაურება. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, საქართველო ახლა მზადაა ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისათვის.

“დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 7 წლისთავია ! ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო ახლა მზადაა მეტისათვისათვის და ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისათვის”, – წერს ტვიტერზე ზურაბიშვილი.

Today marks the 7th anniversary of the #AssociationAgreement between Georgia and the #EuropeanUnion! These past years have shown us that the progress achieved with European rapprochement has no alternative. 🇬🇪 is now ready for more, concrete steps on our 🇪🇺 integration path.

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 27, 2021