საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის დასკვნით შეხვედრაზე ნიდერლანდები დაამარცხა.
მატჩი 48:15 დასრულდა. დავით ნინიაშვილმა 3 ლელო დადო, 2 — აკა ტაბაცაძემ, თითო-თითო კი — გურამ გოგიჩაიშვილმა, გიორგი ჯავახიამ და ვასილ ლობჟანიძემ.
შეხვედრა საქართველოში, თელავში, კავკასიონი არენაზე ჩატარდა. ეს იყო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი.
დღევანდელ მატჩს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან ბორჯღალოსნებმა ტურნირის ფარგლებში აქამდე ჩატარებული 4 შეხვედრიდან ყველა მოიგეს.